ინფორმაციით უზრუნველყოფა

საკონსულტაციო ცენტრში ვიზიტით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია:

 

  • მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ
  • ქვეყანაში და რეგიონში არსებული ბიზნეს გარემოს და სამეწარმეო აქტივობების შესახებ
  • სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ

 

ასევე, შეძლებთ გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია ცენტრის თანამშრომელთან.

 

 


მომსახურების აღწერა

საინფორმაციო მომსახურების გაწევა გულისხმობს:

მეწარმესთვის მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას და მეწარმის საქმიანობის შესაბამისი უახლესი ინფორმაციით და კვლევებით უზრუნველყოფას.

ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრიდეთ თქვენი რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის წევრად, რაც, ასევე, მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ შემდეგ აქტივობებში:

  • ბიზნეს შეხვედრები
  • სექტორული შეხვედრები
  • მენტორული სესიები
  • საჯარო ლექციები